აღდგომის დღესასწაულზე ისრაელში წამსვლელთა საყურადღებოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თუ მოქალაქე იერუსალიმის ძველ ქალაქში დაიკარგება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ნომერზე: +972 26226100. დაკარგულ პირს პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს უახლოეს განყოფილებაში და დაუკავშირდება საქართველოს საკონსულო სამსახურს.
ამას გარდა:
„მოქალაქეები უნდა მოერიდონ ტაძარში შესვლის საშვების შეძენას, იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებული იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან“.