LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოვადგენთ: გამყრელიძე

56
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს.

მისივე თქმით, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ყველანაირ თავშეყრის ადგილებზე.

„ასევე, ჩვენ საბჭოზე შევედით ინიციატივით, რომ ყველანაირ შეკრებაზე, ადამიანები მხოლოდ ორჯერადად აცრის შემთხვევაში იყვნენ დაშვებულები. თუ ყველაფერი ეს არ იქნა აღსრულებული, მაშინ იქნება წინადადებები ქვეყანაში სეროზული შეზღუდვების შემოღებაზე.

დღეს უკვე, ყველა პარამეტრი იმის საფუძველია, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები. რთული პერიოდია და გარკვეულად ისევ მოწოდება გვექნება მოსახლეობისადმი, რომ დაწესებული შეზღუდვები დავიცვათ,“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g