LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოვახერხოთ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან… ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე“ – ინგა გრიგოლია

198
ინგა გრიგოლია

„რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მათ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ, უბრალოდ აღარ ვარსებობდეთ და სადაც წაიწევიან, ყველა ჟურნალისტს და ოპერატორს როგორ მდგომარეობაში აგდებენ ხომ ხედავთ,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

გრიგოლია აქციაზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აქციის გაშუქების დროს დაშავებულ ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება:

შსს: „29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს 107 პირია დაკავებული, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი“

მათივე ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.

„ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?“ – ნინი შერმადინი აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის კადრებს ავრცელებს

„ეს არის მიზანმიმართული კრიტიკული არხების მიმართ, რომ არ იყოს გადაღებული მტკიცებულებები. რაც შეიძლება ნაკლები კადრი ნახოს მაყურებელმა. ეს არის გამიზნული და საერთოდ უნდათ რომ ჩვენ გავქრეთ. თუ ისე დავზარალდებით და დავსახიჩრდებით, რომ გადაადგილება ვერ მოახერხონ, ალბათ ესენი უფრო ბედნიერები იქნებიან. ესენი არიან უბრალოდ სადისტები. შოკისმომგვრელია ის ამბავი, რაც ახლა ხდება დედაქალაქის შუაგულში, რაც ორი დღეა ტრიალებს ამ ქალაქში. ეს არის წარმოუდგენელი სისასტიკე“, – განაცხადა გრიგოლიამ.

„ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი, გავიყვანე… როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ისე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს” – ლევან კობახიძე

გიორგი ბახუტაშვილი: „სისტემას სისტემურად უნდა ვებრძოლოთ, მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g