LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ კანონის წინაშე ის დამნაშავეა, ამისთვის პასუხს აგებს”- დაკავებული ვიცემერის შვილი

107

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ზუგდიდის  ვიცემერის  შვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა მიმდიანრე გამოძიებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც სავარაუდოდ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია ფიგურირებდა და რომელშიც სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე იყო საუბარი, მამამისი არ ფიგურირებს.

“ბრალს ვიზიარებ თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს და ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები და არსებობს სასამართლო. საბოლოოდ ადამიანის ბრალეულობა დგინდება მას შემდეგ, რაც მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს განაჩენი. არსებობდა ალბათ კითხვები, რადგან ასეთი ფაქტის წინაშე დადგა გამოძიება. ამ კითხვებს ალბათ გაეცემა გამოძიების მხრიდანაც პასუხი და შემდგომ უკვე სასამართლო დაადგენს ბრალეულობას. არანაირი საფუძველი იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდო, არ მაქვს. მაგ ჩანაწერში მამაჩემი საერთოდ არ ფიგურირებდა და იმ ჩანაწერებიდან ეს არ ჩანს. ის თვითონ მონაწილე არ იყო, იყო თუ არა კავშირში არსებულ შინაარსთან – თანხის აღება იყო თუ სხვა გადაცდომა, ამას უკვე გამოძიება გასცემს პასუხს”,- განაცხადა გოგა გულორდავამ.

გოგა გულორდავა წალენჯიხიდან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. იგი განმარტავს , რომ ეს ფაქტი პარლამენტიდან და ქართული ოცნებიდან წასვლის მიზეზი არ გახდება.

“თუ კანონის წინაშე ის არის დამნაშავე, ის ამისთვის აგებს პასუხს. დანარჩენს გამოძიება და საამართლო გვაჩვენებს და მე სრულ ნდობას ვუცხადებსერთსაც და მეორესაც”,- აღნიშნა გულორდავამ.

შეგახსნებთ, ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები