LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს – გოგა გულორდავამ გია ხარჩილავას გამარჯვება მიულოცა

182
გოგა და გია

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ ერთადერთმა დამარცხებულმა კანდიდატმა, გოგა გულორდავამ გამარჯვება მიულოცა მის კონკურენტს, გია ხარჩილავას. ამის შესახებ გულორდავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს“. – წერს გოგა გულურდავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, წალენჯიხა ერთადერთი რაიონია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ცესკოს მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გია ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, “ქართული ოცნებიდან”,  გოგა გულორდავას – 48.893%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები