LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე – დავით ქაცარავა

653
დავით ქაცარავა

თუ ხურვალეთში ოკუპანტები არ არიან, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე. თუ არაფერი მომხდარა, მაშინ ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ პანიკა ავტეხეთ, მაგრამ რეალობა სხვაა, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” აქტივისტმა დავით ქაცარავამ სოფელ ხურვალეთში განაცხადა.

მისი თქმით, ხურვალეთის მცხოვრებმა ლუდა სალიამ დღეს საკუთარი თვალით ნახა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ქაცარავას განმარტებით, თუ ეს დეზინფორმაციაა,მაშინ სალიასთან ერთად ბოდიშს მოიხდის, თუმცა მისი თქმით, სალიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პოლიციამ დღეს ხურვალეთში შესვლის საშუალება არ მისცა.

„თუ ეს არის დეზინფორმაცია,თუ ოკუპანტები არ შემოსულან და დღევანდელი დღე გუშუნდელისგან არაფრით განსხვავდება, მაშინ რატომ არ გვიშვებენ ხურვალეთში?! ასეთი პანიკის ფონზე, ხომ ძალიან მარტივია, ყველანი შევიდეთ იმ ბაღებში და ვნახოთ, რომ არ არიან ოკუპანტები. თუ ოკუპანტები არ არიან იქ, პირველი ქალბატონი ლუდა სალია მოიხდის ბოდიშს და მერე მე“, – განაცახადა დავით ქაცარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g