LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კომენდანტის საათი მოიხსნება, ცდუნება ექნებათ ესტუმრონ ნათესავებს და გაშალონ სუფრა – მეზვრიშვილი

261
1588432686

“კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება,”- ამის შესახებ  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს.

ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ კომენდანტის საათის გაუქმების შემთხვევაში, ხალხს ცდუნება ექნება, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს და დრო გაატარონ.

მეზვრიშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

“კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია.

არავინ თქვას, რომ თუ დღეს კომენდანტის საათი მოიხსნება, ცდუნება არ ექნებათ, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ. გარდა ამისა, ეს ე.წ ბირჟების და თავყრილობების პრევენციისთვის ძალიან მნიშნელოვანი მექანიზმია”.

magti 5g