LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კორონავირუსის ვაქცინის ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება: თამარ გაბუნია

94
თამარ-გაბუნია

“თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია რომ ვაქცინის დოზები, რომელსაც „კოვაქსიდან“ მივიღებთ იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს, საქართველოში ფაიზერ-ის ვაქცინას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g