LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მანდატების შეწყვეტის საკითხზე ვინმეს პოზიცია შეცვლილია, ეს რადიკალური ოპოზიციური პარტიებია: არჩილ თალაკვაძე

84
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ თუკი ვინმეს მანდატების შეწყვეტის საკითხზე პოზიცია შეეცვალა, ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციური პარტიებია.

„თავიდან აცხადებდნენ, რომ მანდატების შეწყვეტა სურდათ და ახლა აქეთ გვსაყვედურობენ, რომ თითქოს პარლამენტში მხოლოდ ორი-სამი პარტიის დატოვება გვსურს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ამ მოსაზრებაში მმართველ გუნდს, ოპოზიციური პარტიების საყვედურების სიხშირე და ტონალობა არწმუნებს.

„მათი საყვედურების სიხშირე და ტონალობა გვარწმუნებს იმაში, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე ოპოზიცია საკმაოდ ნერვიულობს. ჩვენ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს, ხოლო დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

ხვალინდელ სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციის წევრთა განცხადებებზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი მიიღებს.