LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მართლა უკვე მის ხელშია ეს მტკიცებულებები, ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება“ – „იმედის“ ჟურნალისტი დავით არახამიასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს

2315
BeFunky-collage (4)

“იმედის” ჟურნალისტი, რუსა შელია უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერ დავით არახამიასთან შეხვედრის დეტალებს უზიარებს მოქალაქეებს და ერთად გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროებს.

ჟურნალისტი წერს, რომ მისი მთავარი შეკითხვა ეხებოდა არახამიას მიერ გაჟღერებულ ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

„მტკიცებულებები გვაქვს და მალე გასაჯაროვდებაო.

როდის-მეთქი?

ანალიზი სჭირდება, ჟურნალისტებმა უნდა გამოაქვეყნონო… არ უთქვამს, რომელი ქვეყნის ჟურნალისტებს გულისხმობდა.

თუ მართლა უკვე მის ხელშია ეს მტკიცებულებები, ვთხოვე, ერთი კონკრეტული მაგალითის დასახელება, რომელი რუსული სანქცირებული კომპანია მუშაობს საქართველოში. ვერ გეტყვით, მტკიცებულებებს იკვლევენო…

დაახლოებით, 10 წუთი გავაგრძელეთ ეს კითხვა-პასუხი, მაგრამ მაინც ვერ ან არ მითხრა, რა კონკრეტული ფაქტები აქვს მოძიებული.

რესპოდენტებთან ძალიან იშვიათად კი ვიღებ სურათებს, მაგრამ ეს ორი ფოტო უნდა შემორჩეს ჩემსა და FB-მეხსიერებასაც“,- წერს რუსა შელია.

„იმედის“ ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიკოლაევიდან გააღწიეს: „ოდესის გზაზე ვარ. დაბომბვის ხმები აქაც აღწევს…“

რუსა შელია: „ამ ქართველმა გვთხოვა, მისი სახელი არ გვეხსენებინა… მან ჩემი ოპერატორი პირდაპირ სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g