LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოსახლეობის 30% აცრილია, სტაბილიზაცია იწყება, 80%-ის შემთხვევაში კი პანდემიისგან თავის დაღწევა: ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

97
ჰანს კლუგე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ის ქვეყნები, რომელთაც მოსახლეობის 30% ჰყავთ ვაქცინირებული, სტაბილიზაციას იწყებენ, 60% -ის შემთხვევაში, მოსახლეობას ნამდვილად იცავენ, ხოლო 80% – ის ვაქცინაციით, როგორც ეს კლუგემ თქვა, პანდემიისგან თავის დაღწევა შეუძლიათ.

„არავინაა დაცული, სანამ ყველა არაა დაცული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორმა.

მისივე თქმით, შემდეგი 12 თვის განმავლობაში ვაქცინების 11 მილიარდი დოზაა საჭირო, რაც დღეში 150 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, ხოლო პანდემია კი, მისი სიტყვებით, ყოველდღე 100-ჯერ უფრო ძვირია.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მოვლენები ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს, კლუგემ უპასუხა, რომ რიცხვის დასახელება რთულია.

„მაგრამ ჩვენი ექსპერტები ევროპის რეგიონში ვაქცინაციის 80% -იან ნიშნულს ასახელებენ“. – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოუწოდა “როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ ვაქცინაცია ჩაიტარონ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g