LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით ხართ დაინტერესებული – ეს სიახლე თქვენთვისაა

121
Untitled

თუ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით ხართ დაინტერესებული – ეს სიახლე თქვენთვისაა. 1️8️ ოქტომბერს იწყება საშემოდგომო განაცხადების მიღება პროგრამის “დანერგე მომავალი” მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„გაითვალისწინეთ, განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში ვებგვერდიდან www.rda.gov.ge

იმისათვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. თუ გექნებათ დამატებით კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით  https://chat.rda.gov.ge/client.html“, – ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები