LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოფისს აშენებთ ან არემონტებთ, „დიო“ თქვენს გვერდით არის

499
dio (4)

თანამედროვე ენერგოეფექტური ოფისის აშენების, ან არსებულის რეკონსტრუქციისთვის მომხმარებელს „დიო“-ში  ფასადის სისტემების, კარ-ფანჯრის, ფარდა-ჟალუზების, ალუმინის ვიტრაჟული ტიხარისა და სხვა პროდუქტების შერჩევა შეუძლია.

ოფისის ფასადის გამორჩეულ ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცევა ხოლმე. კარ-ფანჯრის ხანგრძლივი დროით მოხმარება კი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ინტერიერში სივრცეების ტრენდული იზოლირება და ფარდა-ჟალუზებით მყუდრო ატმოსფეროს შექმნა კი დამახასიათებელ, ინდივიდუალურ სტილს ქმნის.

„ჯანსაღი სამუშაო ატმოსფერო ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ,,დიო’’-ში მომხმარებელს ფასადის სისტემებიდან დაწყებული ინტერიერის ჟალუზებით დამთავრებული ყველა საჭირო პროდუქტის შერჩევას ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებს:

  • ხმისა და თბო იზოლაციისთვის ევროპული ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარას, რომლის აწყობა და მონტაჟი ევროპული სტანდარტებით ხორციელდება, რაც მის ხანგრძლივი დროით უპრობლემოდ გამოყენებას განაპირობებს.
  • ვიტრაჟული ტიხარს – რომელმაც არაერთ ინტერიერში სივრცეების წარმატებით იზოლირება უზრუნველყო და კიდევ უფრო ტრენდული გახდა. ხშირია ამ პროდუქტის გამოყენება, ვინაიდან ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების გარეშე ძალიან სწრაფად მონტაჟდება, რაც იზოლირებული შეხვედრების ოთახის, დამატებით სამუშაო სივრცის, ან უბრალოდ თანამედროვე ინტერიერის შესაქმნელად იდეალურია.
  • აგრეთვე ფარდა-ჟალუზების საკმაოდ მდიდარ ასორტიმენტს. პროდუქტები ნებისმიერ ოთახს მყუდრო და კომფორტულ სივრცედ გარდაქმნიან. ქსოვილების, დიზაინისა და ფერების ფართო არჩევანი ვინტაჟურ თუ თანამედროვე ინტერიერის დიზაინს მარტივად ერგება“, – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

მოგეხსენებათ, სამუშაო გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. ,,დიო’’-ს პროდუქტები მინიმალისტურ გარემოს ქმნის, მათი კომბინაციით ნებისმიერ ოფისში შრომისუნარიანი, პროდუქტიული და კიდევ უფრო მეტად მოტივირებულია დასაქმებული.

შეგახსენებთ, პროდუქტების შერჩევა კომპანია „დიო“-ს სათავო ოფისსა და ფილიალებშია შესაძლებელი.

  1. თბილისი – დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ, ფარსადანის ქ. 3.

(+995 32) 2 36 11 12

  1. ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის ქ. 20

(+995 32)2 36 11 12 (შიდა ნომერი: 400); 0431 26 33 00; მობ: 577 555 672

  1. ბათუმი – ვახტანგ გორგასალის 128/134

(+995 32) 2 36 11 12 (შიდა ნომერი: 500,501) მობ: 595 88 78 78

  1. თელავი- ჭავჭავაძის ქ. 52

(+995 32)2 36 11 12 (შიდა ნომერი -300) მობ.598 08 07 01; 598 08 07 02

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები