თუ ოპოზიცია საკმარისად ჭკვიანურად ივლის, ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია, – აღნიშნულის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აცხადებს.
„მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რამემ გააძლიეროს. წინააღმდეგი ვარ კონსპირაციების, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ყოვლისშემძლე მითური პერსონაჟი, ასევე წინააღმდეგიც ვარ კონსპირაციების, რომ ყველა მასთან გარიგებულია.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება არის ძალიან დაზიანებული და თუ ოპოზიცია იქნება საკმარისად ძლიერი და საკმარისად ჭკვიანურად ივლის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორება უკვე ძალიან მარტივია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
