საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან და საქართველოში დაბრუნება სურთ, საქართველოს საელჩო საფრანგეთში ინფორმაციას ავრცელებს.
„საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 20 მარტს ავიაკომპანიას Georgian Airways დაგეგმილი აქვს ავიარეისის განხორციელება პარიზი-თბილისის მიმართულებით. რეისი შესრულდება 12:00 საათზე.
საქართველოში გამგზავრების მსურველებს ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე: https://www.georgian-airways.com/ “- აცხადებენ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში.