“თუ ისინი შემოვლენ და პარტიის შტურმს გააკეთებენ, არ ვიცი და სხვა შემთხვევაში მათ ვერ შეეძლებათ, რომ ნიკა მელია წაიყვანონ. ყველა ტიპის წინააღმდეგობას გავუწევთ იმიტომ, რომ ეს თავიდან ბოლომდე უკანონო გადაწყვეტილებაა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებას არ იგეგმება, ხოლო მათ წინააღმდეგობას მშვიდობიანი ფორმა ექნება.
„ნიკა მელია თავისი ფეხით არ აპირებს ჩაბარებას. ნახეთ რამდენი ადამიანი იყო აქ და უფრო მეტი ადამიანი აპირებს მოსვლას. მელია ამ პროცესზე მიყოლას და ჩაბარებას არ აპირებს, იმიტომ, რომ ის არის მართალი,” – აღნიშნა ხვედელიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს.
დღეს სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე იმსჯელებს