LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

77
6a335f750ebafc4ae95d39149f6ffea9

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ჩემს შვილს ასამართლებენ სამშობლოს სიყვარულის გამო და მეამაყება: ანზორ მელია

"ვნერვიულობ, ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა"

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა აბსოლუტურად დასაბუთებულია, უბრალოდ, სხვა გზა სამართლებრივად არ არსებობს გარდა პატიმრობის გამოყენებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა დასაბუთებული, კანონიერია, თუმცა,ბუნებრივია, გადაწყვეტილება სასამართლოზეა. ჩვენ ამის გონივრული მოლოდინი გვაქვს“,- განაცხადა სადრაძემ.

საქართველოს პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ანტირუსული მოძრაობის ლიდერს: რუსული მედია

ცნობისთვის,პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

ტანით ვგრძნობ, რომ ის 88 ადამიანი შველას საჭიროებს: ნიკა მელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები