სტომატოლოგი, თერაპევტ-პაროდონტოლოგი, ქეთი მეგრელაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
სტომატოლოგი ვიდეომიმართვას ავრცელებს: „ძალიან კარგად ვიცი, რომ გიჟდები შენს შვილზე, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა, ტუჩებში კოცნით სახიფათოა… სხვის შვილებს დაუკითხავად ნუ ვაკოცებთ და ნუ ჩავეხუტებით“
„ძალიან კარგად ვიცი, რომ გიჟდები შენს შვილზე, დის შვილზე, ძმის შვილზე და ასე შემდეგ, მაგრამ სიყვარულის გამოხატვა, ტუჩებში კოცნით, სახიფათოა“
სტომატოლოგი ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემაზე, პირის ღრუდან უსაიმოვო სუნის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. სპეციალისტი ამბობს, რომ ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ქრონიკული ტონზილიტიც იყოს.
„პირის ღრუდან უსაიმოვნო სუნი გაწუხებს? – ამ პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია გლანდები, იგივე ტონზილები შესაძლოა გქონდეთ ქრონიკული ტონზილიტი, გლანდების ანთება და ეს ანთებადი სუნი შესაძლოა გადმოდიოდეს პირის ღრუში იმიტომ, რომ პირ-ხახასა და პირის ღრუს შორის მკვეთრი საზღვარი არ არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლანდები დაჩირქებულია (ყვითელი ჩირქოვანი კაფსულები რომ გროვდება ბურთებივით, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ) ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აღინიშნება ხოლმე უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან. გირჩევთ მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს და დროულად მოიშოროთ ანთებითი გლანდები…“ – ამბობს ქეთი მეგრელაძე.
