„გაერთიანებული სამეფო უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ესტონეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება“,- განაცხადა უოლესმა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წელსაც.
მან ამასთან მოუწოდა რუსეთს დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
„ჩვენ არსად ვქრებით, ბატონო პუტინო. ჩვენ ამ პროცესში ხანგრძლივად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი ანგარიში უნდა შეცვალოთ, ცვლილება უნდა შეიტანოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ“,- განაცხადა უოლესმა.
მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთს ესმოდეს, რომ ის საბოლო ჯამში გაგდებული იქნება უკრაინიდან, უკრაინის სუვერენიტეტი კი აღდგება.
ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „Sky News” ავრცელებს.