LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვებზე საუბარი არ იქნება: გამყრელიძე

131
BeFunky-collage (7)

ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე ვაქცინა არ შემოვა ხმარებაში, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვაზე და ღონისძიებების გამკაცრებაზე არ ვისმჯელებთ, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საზოგადოება უნდა შეეგუოს კორონავირუსთან თანაცხოვრებას.

გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება: გაყრელიძე

„როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად – ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? როგორც ვცხოვრობთ დიაბეტთან ერთად, როგორც ვცხოვრობთ სხვა დაავადებებთან ერთად, უნდა გავითავისოთ. ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა, ვიდრე არ იქნება ეთიოტროპიული წამალი, ან პირდაპირ ვაქცინა არ შემოვა ხმარებაში, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებაზე არ ვიმსჯელებთ, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ. გაფართოებული ტესტირებით შეგვიძლია, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ამ ადამიანთა იზოლაცია. რაც შეეხება მიკროღონისძიებების გამკაცრებას, რაც გამოყენებული იყო მესტიაში, ყარაჯალაში ბოლნისში და სხვაგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ჩვენ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახლა ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ბათუმი, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. საქართველოში 6 სექტემბრის მონაცემებით, არის 1650 დადასტურებული შემთხვევა.

29 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 მილიონს გადააჭარბა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g