„როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი გამოხატვის, თავისუფალი ხელოვნების. ეშინია ხელოვნების, რომელიც კითხვებს სვამს და სხვადასხვა აზრს აღძრავს“, – ამ განცხადებით უპასუხა რეჟისორმა სალომე ჯაშმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ ფილმი „მოთვინიერება“ სამარცხვინოა.
კინორეჟისორის მოსაზრებით, თუ რაიმე სამარცხვინოა, ეს კინოცენტრში დღეს მიმდინარე მოვლენებია.
„ეს ფილმი, „მოთვინიერება“ ცალსახად პოლიტიკური არ არის. ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ბევრად უფრო ფართოა.
კობახიძე: „კინოცენტრმა აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს? უნიკალურია დენდროლოგიური პარკი, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო“
„რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე, იქ რამე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული.. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე - კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ“
კობახიძემ თქვა, კინოცენტრმა ასეთი სამარცხვინო ფილმები კი არ უნდა დააფინანსოს, არამედ, სწორი ფილმები უნდა დააფინანსოსო. საინტერესოა, კობახიძისთვის სწორი ფილმი რა არის?
თუ რამე სამარცხვინოა, არის კულტურის დღევანდელი პოლიტიკა, რაც დღეს კინოცენტრში ხდება. ეს არის კულტურის სამინისტროს მხრიდან კინოცენტრის უზურპაცია.
იქ გარედან დანიშნულები არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, უბრალოდ კარგი ადამიანები არიან, მაგრამ კინოს სფერო საერთოდ არ ესმით. ეს მიზანმიმართული დესტრუქციაა“. – აღნიშნა სალომე ჯაშმა.