LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში: IRI-ის ხელმძღვანელი

87
სტეფან ნიქსი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ხელმძღვანელი, სტეფან ნიქსი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განმარტებით, „თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში“.

„რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველა რეგიონზე მოახდინა გავლენა. ცხადია, რომ ეს ომი სხვადასხვა მიზეზის გამო გავლენას ახდენს საქართველოზე, მოლდოვასა და ბელარუსზე. ჩვენ ვგრძნობთ დასუსტებულია ბრძოლის ველზე, დასუსტებული კრემლი კი სამხედრო თვალსაზრისით ასევე პოტენციური საფრთხეა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. თუ რუსეთის ჯარი უკრაინაში არ დამარცხდება, ის არ გაჩერდება უკრაინაში. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ომის შედეგებზე რეგიონში, ეს გავლენას ახდენს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე – საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადება საქართველოს მსგავს ქვეყნებში, საქართველოს უახლესი ისტორია კი ყველამ კარგად ვიცით. ასე რომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ – თუ რუსი სამხედროები არ დამარცხდებიან, ეს ძალადობა და სამხედრო ქმედებები მთელ რეგიონში გავრცელდება. საერთოდ, დღეს ყველა სახელმწიფოს მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან დღეს უკრაინა რეგიონს იცავს. უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური კუთხით, ლტოლვილების მხარდასაჭერად და განადგურებული ქალაქების აღსადგენად. მნიშვნელოვანი ასპექტია დიპლომატია – რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, თავისი გადაწყვეტილებები თვითონ განსაზღვროს. ვიცით, რომ გარკვეული საკითხები ქართულ შიდა პოლიტიკაში სადავო გახდა. ვიმედოვნებთ, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია რუსეთის დიპლომატიური თუ ეკონომიკური იზოლაციისთვის“, – ამბობს სტეფან ნიქსი.

IRI-ის ხელმძღვანელის თქმით, მათ სურსთ, რომ „საქართველომ მიიღოს საკუთარი ადგილი ევროპაში, რაშიც დაეხმარებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია“.

მისი თქმით, საქართველოს აქვს აშშ-ს მხარდაჭერა, რადგან ქართველ ხალხს სურს მთავარ პარტნიორად დასავლეთი და აქ ყველაფერი ნათელია.

„საქართველოს აქვს 12 ნაბიჯი, რომლებიც ევროკავშირმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ვერ ვაფასებ, იყო თუ არა სამართლიანი ევროკავშირის გადაწყვეტილება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, IRI-ი წლების განმავლობაში ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის, ვეხმარებით ინსტიტუტებს დასავლური მისწრაფებების განხორციელებაში, აშკარაა, რომ ქართველ ხალხს სურს დაინახოს საქართველო, როგორც ევროკავშირი წევრი სახელმწიფო.

არაერთი გამოკითხვა ჩავატარეთ ამ მხრივ და საქართველოს მოსახლეობის არჩევანი იყო ყველაზე თანმიმდევრული. კითხვას სვამდით: მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. პასუხი კი ყოველთვის 80-დან 85%-ამდე უცვლელად მერყეობდა. ქართველ ხალხს სურს, მათი არჩეული წარმომადგენლისგან თუ ხელისუფლებისგან ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობა დაინახონ.

როდესაც თვალს ვადევნებთ ზოგიერთ დისკუსიას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ეს გვაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ რისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ გვინდა საქართველომ მიიღოს საკუთარი ადგილი ევროპაში, რაშიც დავეხმარებით და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერიო, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია.

ყველა პოლიტიკურმა ელემენტმა უნდა გადადოს განსხვავებები, იდეოლოგიური შეუთანხმებლობა და იმუშაონ მთავარ მოთხოვნასა და მის მომავალზე. მე პარლამენტის არაერთ წევრს ვესაუბრე, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს ევროპულ მომავალზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მათ მიაღწიონ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს, – აღნიშნავს სტეფან ნიქსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g