LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და ევროპა მკაცრი სანქციების დაწესებისთვის მზად არიან: POLITICO

84
264840359-5136213479758673-982955168177812209-n

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მზად არის, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ მედიასაშუალება POLITICO წერს.

გავლენიანი გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ შტატებმა ევროპელ მოკავშირეებთან იმსჯელეს და განიხილეს ფინანსური სანქციების პაკეტი, რომლის დაწესებაც რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში შეჭრას განაგრძობს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციებზე იმსჯელეს ცოტა ხნით ადრე, სანამ შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოშეხვედრა გაიმართება.

“ჩვენ ინტენსიური დისკუსიები გვქონდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ერთობლივ ზომებს მივმართავთ უკრაინაში რუსული სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

ჩვენ გვჯერა, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი გზა, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზომებს როგორც ევროპის, ასევე შტატების მხრიდან”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

თუმცა გამოცემა იმასაც წერს, რომ მაღალჩინოსანმა დაპირისპირებაში აშშ-ის პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა უარყო. მისი თქმით, შტატები არ ცდილობს, აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც მათი საპასუხო ზომები ამერიკული სამხედრო ძალის პირდაპირ გამოყენებას მოიაზრებს.

გუშინ რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, სტატია გამოაქვეყნა The Washington Post-მაც

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთს საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული და რომ აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ სამხედრო შეტევას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g