LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, “ჩრდილოეთის ნაკადი 2″ აღარ იქნება, გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ”- ბაიდენი

161
Biden-and-Putin-1549742

რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ აირჩევს, ნატო მზადაა ამისთვის, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, ბერლინი ვაშინგტონის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და ისინი ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის ერთობლივად მუშაობენ.

„თუ რუსეთი შეიჭრება, რაც ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარისკაცები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, თუ როგორ გააკეთებენ ამას, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს გერმანია აკონტროლებს, ბაიდენმა უპასუხა: „გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ“.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ვართ. უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე არსებობს და მათ არ შეუძლიათ ამაზე გაჩუმდნენ. როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, გერმანია და შეერთებული შტატები იმ ნაბიჯებს გადადგამენ, რომლებიც აუცილებელია რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად.

ცნობისთვის, ბოლო თვეებში რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში  100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა.

დასავლეთის სახელმწიფოები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს, რასაც კრემლში უარყოფენ.

პუტინი ზელენსკის: მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო

პუტინი: კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე

.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g