LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საჭიროება იქნება, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან – წოწკოლაურმა საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა

151
sawwww

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,  გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობაში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით და ის მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.

“ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. აღნიშნული ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვის არის განკუთვნილი. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული ადგილიც, ასევე ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. შესაბამისად, თუ საჭიროება დადგება, მოვემსახუროთ მოსახლეობას, რომ არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება. გამოცდილება გვაქვს და თუ ამის საჭიროება მომავალშიც დადგება, ჩვენ და ჩვენს თანამშრომლებს შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში, სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტალები. მადლობა მინდა გადავაუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს ამ ღირებული სამუშაოს გაწევისთვის. თუ ამის საჭიროება იქნება, საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება მოხდება.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ წითელ ჯვართან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ექიმების მობილიზებას მათთან ერთად ვახდენთ. თუ საჭიროება იქნება, ყველა ექიმი, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. საველე ჰოსპიტლის მომსახურება არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება, აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, შესაბამისად 1 ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე ეს ჰოსპიტალებში ხდება. ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი“, – აღნიშნა წოწკოლაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები