LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სახლში ცელქი ბავშვი გყავს — გილოცავ! მომავალ ჩემპიონს ზრდი…“ – რატომ ხდებიან ცელქი ბავშვები წარმატებულები, გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით

158
გიორგი ჩოგოვაძე 1

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე გვიზიარებს პოსტს ცელქ ბავშვებთან დაკავშირებით და წერს, რომ ისინი წარმატებულები ხდებიან.

„ცელქი ბავშვები მომავალში წარმატებული ადამიანები ხდებიან — აი, იმიტომ:

✅ბავშვობიდანვე ლიდერები არიან;

✅ მათთვის სიტყვა „ვერ შეძლებ“ მხოლოდ მოტივაციაა;

✅არ ემორჩილებიან ბრმად წესებს და საკუთარი აზრის დაცვა შეუძლიათ.

✅ადვილად ამყარებენ ურთიერთობებს სხვებთან და ჯგუფში ლიდერის როლს იკავებენ.

✅ხშირი შენიშვნების ფონზე სწავლობენ გამძლეობას და თვითკონტროლს.

✅არ ეშინიათ წარუმატებლობის და სწორედ ამით იზრდებიან.

✅ მზად არიან რისკისთვის და სიახლეებისთვის, რაც წარმატების საწინდარია

✅ კედლები მათი პირველი ნახატების გალერეაა

✅ არ ეშინიათ შეცდომების დაშვების

✅აზროვნებენ დამოუკიდებლად,

✅იბრძვიან საკუთარი აზრისთვის,

✅და არასდროს ნებდებიან.

თუ სახლში ცელქი ბავშვი გყავს — გილოცავ! მომავალ ჩემპიონს ზრდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები