LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საკუთარ თავთან დამარცხდი, მაშინ ყველასთან დამარცხდები!“ – თუფაქ შაკურის ცნობილი გამონათქვამები

9655
თუფაქი

„მართალია, ზოგჯერ ძალიან რთული გეჩვენება ცხოვრება, მაგრამ გახსოვდეს, ყოველი ბნელი ღამის შემდეგ აუცილებლად დადგება დილა, ამიტომ როგორც არ უნდა გიჭირდეს,  გაიმართე მხრებში, მაღლა ასწიე თავი და მოითმინე ყველა ტკივილი!“ – სწორედ ამ სიტყვებით მიმართა თუფაქ შაკურმა ფანებს და ერთგვარ ანდერძად აქცია საკუთარი მოწოდება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ თუფაქ შაკურის ცნობილ ფრაზებს:

ვერავის შევპირდები სამყაროს შეცვლას, მაგრამ გპირდები, რომ აუცილებლად მოვძებნი სიტყვებს, რომლებიც შენს ცხოვრებას შეცვლის.

ყველაზე დიდი დანაკარგი არა სიკვდილი, არამედ იმის დაკარგვაა, რისთვისაც ცოცხლობ!

იდეალური არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ნამდვილი ვიქნები.

ძლიერი ადამიანი იმას აკეთებს, რაც უნდა, სუსტი კი, მხოლოდ იმას, რაც გამოსდის.

ნუ დაუშვებ „ყველაზე ჭკვიანების“ შეცდომას – ნუ დაიჯერებ, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ.

თუ ვერ პოულობ იმას, რისთვისაც სიცოცხლე ღირს, მაშინ ის იპოვე, რისთვისაც სიკვდილი იქნება გამართლებული.

არასდროს თქვა უარი იმაზე, რაც შენში ღიმილს, სიხარულს იწვევს.

ყველაზე დიდი შეცდომა, შეცდომის დაშვების შიშია.

გაიზარდე, გამოცდილება მოგემატა და ხასიათი გაგიფუჭდა – ამას ცხოვრება ჰქვია და ვერაფერს შეცვლი.

magti 5g