LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას – კობახიძე პრეზიდენტზე

144
salome zurabiSvili

სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას.

გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო – სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

„სავარაუდოდ ის თავის ხარჯებით წავიდა. თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა. არაფერი მტკიცებულება არ სჭირდება, მაგრამ მტკიცებულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას, შემთხვევით კი არ მოუვიდა, არამედ შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას. არ ვიცი, ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, ქულები თავად დაიწეროს“ – ირაკლი კობახიძე

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g