რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნის შემდეგ, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და მას ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტი შეცვლიდა, ოღონდ არა რუსთავი 2-დან.
ჟორჟოლიანს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, თუმცა შესაძლო კანდიდატი ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საუბარი კოკა ყანდიაშვილზე იყო.
„რუსთავი2-ის საინფორმაციოს არც მეტი და არც ნაკლები კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებსოო. ღმერთო, მადლობა ამ განსაცდელისთვის!“, – წერს მაქარაშვილი Facebook-ზე.
„პრაიმტაიმი“ კოკა ყანდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:
„ვფიქრობ წავიდე თუ არა. თუ მანამდე სამჯერ აკურთხებენ რუსთავი 2“-ს შეიძლება რამე მართლაც მოვიფიქრო“, – ამბობს ყანდიაშვილი.