თუ საქართველო წარუმატებელი აღმოჩნდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მხრივ, ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე? – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას/მმართველ პარტიას აკისრებს.
მოქალაქეთა პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
- 64% – საქართველოს მთავრობა/მმართველი პარტია;
- 8% – ოპოზიციური პარტიები;
- 6% – ევროკავშირი;
- 2% – რუსეთის ომი უკრაინაში;
- 1% – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
- 3% – სხვა;
- 17% – არ ვიცი / უარი პასუხზე;
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.