LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ტემპერატურა აგიწევთ, მაშინვე 112-ში არ დარეკოთ: პაატა იმნაძე

482
BeFunky-collage - 2020-10-20T103916.266

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კორონავირუსის მართვის პრინციპით ქვეყნის მთლიანი გაჩერება არ შეიძლება. პაატა იმნაძის თქმით, მსოფლიოში ვირუსი კიდევ დიდხანს დარჩება და მასთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

იმნაძემ შესაძლო ლოკალურ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება აჭარის რეგიონის მაგალითზე აუცილებელი იყო.

მან ასევე მიმართა მოქალაქეებს, რომ 112-ში ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე ნუ დარეკავს, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფექციურთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

“არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ”- რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

“ლოკალურად პატარ-პატარა აკრძალვები სამწუხაროდ შესაძლოა საჭირო გახდეს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრ რამეში, არა მარტო დისტანციასა და ნიღბის ტარებაში, არამედ პატარა ტემპერატურა და სიცხე აგიწევს მაშინვე რომ არ დარეკო 112-ში.

თუ თვლი რომ კორონასთან კონტაქტი გქონდა ნამდვილად, უნდა გადახვიდე თვითიზოლაციაში, იმიტომ რომ შეიძლება ამ დროს მართლა ვიღაცას სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკლავებული” – განაცხადა პაატა იმნაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

“ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა, იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია” – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g