ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მხოლოდ კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს. ამის შესახებ განაცხადება საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა. დევი ტაბიძის თქმით, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს არ მიიღებს.
„ჩვენ ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. დილიდან არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება.
მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდშემთხვევებთან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.