LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენი მთავრობა არ ცნობს ჩემს კვალიფიკაციებს, სირცხვილი თქვენს მთავრობას” – რას აცხადებს სააკაშვილის ამერიკელი ექიმი

1123
BeFunky-collage - 2023-07-22T224122.183

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ექიმმა სტიუარტ ფინკელმა „შაბათის ფორმულას” ინტერვიუ მისცა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ფინკელი არის ერთ-ერთი ექიმი, რომელმაც სასამართლოზე ჩვენება მისცა.

„როგორც ვხვდები, თქვენს სასამართლოს არ უნდოდა მიმეცა ჩვენება, რომელშიც იქნებოდა, სიმართლე, სრული სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ვარ დიდად შეურაცხყოფილი, რომ მიწოდეს მატყუარა, როცა წინასწარი განზრახვით არ მომცეს სიმართლის თქმის საშუალება.

რა ტიპის სასამართლო იყოს ეს; არაოფიციალური სასამართლო, კორუმპირებული და არაპატიოსანი სასამართლო, ე.წ. კენგურუს სასამართლო, რომელსაც არ უნდოდა მოწმეებისგან ან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწმეებისგან მიეღო სრული ჩვენება? ეს არ იყო პატიოსანი სასამართლო პროცესი და დიდად წინააღმდეგი ვარ იმის, რომ მიწოდონ მატყუარა, როდესაც ჩვენების სრულად მიცემის უფლება არ მომცეს. სასამართლო იყო მთავრობის ინსტრუმენტი, რომელიც ასრულებდა მთავრობის ინსტრუქციებს.

თუ თქვენი მთავრობა არ ცნობს ჩემს კვალიფიკაციებს, სირცხვილი თქვენს მთავრობას. არასოდეს მიმიღია არანაირი კრიტიკა და ბრალდებები, როგორიც თქვენი მთავრობის მხრიდან მივიღე. ქართველი გასტროენტეროლოგ ექსპერტი დამეთანხმა მე, რომ არ ჩატარებულა არანაირი დიაგნოსტიკური კვლევა იმასთან დაკავშირებით, მას ჰქონდა თუ არა ნაწლავური მალაბსორბცია.

მან ასევე შემდგომ გასცა იგივე რეკომენდაცია, რომელიც მეც ასევე გავეცი ჩემს ჩვენებაში, რომ უნდა ჩატარებულიყო გარკვეული ტესტები. არ ვიცი ექიმ კეკელიძის მდგომარეობა ამჟამად, მასაც უწოდებს პრემიერმინისტრი მატყუარას თუ არა?… ძალიან მინდა ჩამოვიდე საქართველოში, ვნახო თქვენი ქვეყანა, შევხვდე ადამიანებს და შევხვდე პრეზიდენტ სააკაშვილს და ასევე დავუჯდე თქვენს პრემიერმინისტრს და გავანათლო ის, იმის შესახებ თუ რა განსხვავებაა სიმართლესა და ტყუილს შორის. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, თქვენი პრემიერმინისტრი შემიძლია განვიხილო, როგორც „აპარატჩიკი”, – აღნიშნა ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა.

დაავადებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება, შიმშილობისგან არ არის გამოწვეული, ეს არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია – ამერიკელმა გასტროენტეროლოგი

სტიაურტ ფინკელი: მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები