LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ტყვიისგან არ “დაგვიცავენ”, აგრესიულ თაობას უნდა ველოდოთ – საფრთხე რეალურია

1452
STJ115[1]

ომის პერიოდები გადავიტანეთ, თუმცა ტყვია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ტყვიით დაბინძურება საქართველოში ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემაა.

იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა პირები მუდმივად საუბრობდნენ ტყვიით დაბინძურების შესახებ, ხელისუფლება პრობლემას არ აღიარებდა.

მოხალისეების ჯგუფის მიზანი, რომლებმაც ტყვია ნივთებში ოჯახ-ოჯახ შეამოწმეს, სწორედ პრობლემის სიმწვავის დადასტურება იყო. იმის მიუხედავად, რომ მათი კვლევის მეთოდოლოგია და მასშტაბურობა დაიწუნეს, ფაქტი ფაქტად დარჩა 17 ოჯახიდან 14 ოჯახში აღებულ სინჯში ტყვიის საშიში კონცენტრაცია აღმოჩნდა.

„ცალ-ცალკე აზრები ისმოდა, მაგრამ დადასტურებული კვლევა არ იყო, ამიტომ ამ მოხალისეებმა დავამტკიცეთ, რომ პრობლემა გვაქვს და სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს. ეს იყო ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი. მეთოდოლოგიაზე, მასშტაბებზე და ა.შ. ჩვენ კრიტიკას არ მივიღებთ, რადგან ამ კვლევით დავადასტურეთ, რომ პრობლემა რეალურად არსებობს ყოველდღიურად და ყოველდღე ვეხებით საშიშ ნივთებს – ამ გარემოში ვცხოვრობთ,“ – აცხადებს ეკა ლალიაშვილი „ფორტუნასთან“ რომელიც ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

 

კვლევის შედეგები მოკლედ:

  • 17 ოჯახიდან, 14 ოჯახში აღებულ სინჯში აღმოჩნდა ტყვიის საშიში კონცენტრაცია, 3 ოჯახში  -არ აღმოჩნდა;
  • მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს საშუალოდ 5 წლის წინ აქვთ სარემონტო სამუშაოები დასრულებული ან ახალ აშებენულ სახლში ცხოვრობენ, 9 ოჯახში ტყვიის გავრცელების (ერთერთი) წყაროს სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს;
  • ბოლო დროს სუნელ-სანელებლების მიმართ გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად, პროექტში ჩართული 17 ოჯახიდან 7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყაროს სუნელები წარმოდგენს, აღებული სურსათის სინჯებიდან ტყვიით დაბინძურება სუნელების 6%-ზე მოდის;
  • 17 ოჯახიდან 7 ოჯახში ტყვიის გავრცელების წყაროს წარმოადგენს სხვადასხვა სახეობის სათამაშო;
  • 17 ოჯახიდან 2 ოჯახში – ბიჟუტერია, 1 ოჯახში- ტრიკოტაჟი, 1 ოჯახში- კოსმეტიკა და 1 ოჯახში- სამზარეულოს ნივთი.
  • ერთ-ერთ ოჯახში, რომელშიც 10 და 4 წლის ბავშვებში ტყვიის კონცენტრაცია ყველაზე მაღალი იყო (179ug/l და 148 ug/l ), აღებული სინჯებიდან2 %-ში ტყვიის საშიში კონცენტრაცია დაფიქსირდა.
  • არცერთი ოჯახის შემთხვევაში სისხლში ტყვიის ანალიზის ჩატარების მიზეზი არ ყოფილა პედიატრის რჩევა.
  • ოჯახების უმრავლესობა ცხოვრობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს მშენებლობები ან ახალი დასრულებულია. სსრკის დროინდელი რემონტი და, შესაბამისად, ძველი საღებავები არსად დაფიქსირებულა
  • თითქმის ყველა ოჯახის გარშემო დაფიქსირდა მშენებლობა და ინტენსიური სამანქანე მოძრაობა

ნივთებს, რომლებშიც საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის დონე, უმრავლესობა ფერადი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ფერადი საღებავი იწვევს ამ საოჯახო ნივთებში ტყვიის შემცველობას. (fortuna.ge-მ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბაზარზე არსებული საღებავების უმეტესობა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.) 

ბაზარზე არსებული საღებავების დიდი ნაწილი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ბაზარზე არსებული ზეთოვანი საღებავების დაახლოებით ერთი მესამედი ჯანმრთელობისთვის საშიშ ელემენტ – ტყვიას შეიცავს, ამასთან ერთად მათზე არ არის დატანილი სპეციალური მარკირება, – ამის შესახებ კვლევის შედეგები „ფორტუნას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობამ“ წარმოუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია „გამარჯობას“ აქტივისტებმა თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრებში და კერძო მაღაზიებში შეარჩიეს საღებავები. საქართველოს გარდა, გამოკვლევა ჩატარდა სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და […]

ამ 17 ოჯახიდან ტყვია არ დაფიქსირებულა:

  • ონკანის წყალში
  • საოჯახო ქიმიურ საშუალებებში
  • სახლის მტვერში
  • კერამიკულ ჭურჭელში

დუმილი და უარყოფა

ტყვიით დაბინძურება მუდმივად ხდება, არ არსებობს უწყება, რომელიც შეიძლება ამას აკონტროლებდეს. კონტროლი უნდა გატარდეს კომპლექსურად, ყველა მხრიდან. უშუალოდ ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაცვით რეჟიმში არიან, რეალურ პრობლემას გაურბიან და არ აღიარებენ. ამ საგანგაშო კვლევას არც ერთი ის სამინისტრო არ გამოხმაურებია, რომელთა მიმართაც რეკომენდაცია გაიცა, გარდა ჯანდაცვის მინისტრისა.

„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ტყვიის მაღალი შემცველობა გამოიკვეთება, უნდა ჩატარდეს ოჯახის ყველა წევრის ანალიზი და ასევე მისი საცხოვრებელი პირობების შემცველობა, რადგან დადგინდეს წყარო და მოხდეს კონტროლი და მონიტორინგი ამ ბავშვების,“ – თქვა მინისტრმა.

 

ველოდებით აგრესიულ თაობას

ტყვია ყველაზე საშიში ბავშვის განვითარებისთვისაა და ამ კვლევამ გვაჩვენა რომ ყველაზე სავალალო და კატასტროფული ვითარება სწორედ აქ გვაქვს –  დამოკვლეული ნივთებიდან ყველაზე დაბინძურებული ბავშვის სათამაშოები და სამშენებლო მასალებია. განვითარების შეფერხებასთან ერთად, ტყვიის მაღალი შემცველობა აგრესიასაც იწვევს.

„80-იანი წლების ამერიკას ჰგავს საქართველო“ – ეს შედარება პრეზენტაციაზე უცხოელმა ექსპერტებმა გააკეთეს. ქართველები კი მათ ეთანხმებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საუკუნის პრობლემა იყო, თუმცა საქართველოს შეუძლია ეს პრობლემა მარტივად გადაჭრას.

„გამოვიყენოთ არსებული გამოცდილება და რამდენიმე წელიწადში რაღაც შედეგებზე გავიდეთ, იმიტომ რომ ამ გამოცდილებამ ამერიკას მისცა აგრესიული თაობა. ტყვიის მაღალი შემცველობა რისკში პირდაპირაა დაკავშირებული და დადასტურებულია, რომ სწორედ ამის გამო იყო საზოგადოება იმ პერიოდში ძალიან აგრესიული.

ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ სისხლში ტყვია, განუვითარებლობის გამო, ნერვული სისტემის აშლილობის გამო, წლების შემდეგ, ჰქონდათ მაღალი დონის აგრესია.

ტყვიის შემცველობას ასევე უკავშირებენ კრიმინალის ზრდასაც. ამიტომ კარგია, თუ ასეთ რაღაცეებსაც გავითვალისწინებთ და დროულად იქნება პრევენციული ზომები მიღებული. მართლა არ გვაქვს ისეთი გენოფონდი, რომ აგრესიული თაობების მოლოდინში ვიყოთ. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენნაირმა მცირერიცხოვანმა ერმა, ასეთ გამოწვევებს დროულად უპასუხოს,“ – აცხადებს ლალიაშვილი.

 

ტყვიის შემცველობა სისხლში და კრიმინალის ზრდა

 

ცნობილია, რომ ამ თემაზე სახელმწიფომაც ჩაატარა კვლევა UNICEF – თან ერთად, რომლის შედეგების პირველადი მონაცემები უახლოეს 2 კვირაში გამოქვეყნდება.

წინასწარი მონაცემებით, ოფიციალურად ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგებიც არასახარბიელოა. ამ შედეგებზე, სავარაუდოდ, ვერც ერთი უწყება ვეღარ დახუჭავს თვალს.

https://www.facebook.com/haeriararis/videos/332159594314748/

… ან ველოდებით დაცვას სახელმწიფოსგან:

სწორედ ამ კვლევის შემდეგ ელოდებიან ნაბიჯებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე და ხისტად უნდა გატარდეს.

არსებული კვლევის შედეგებიდან ნათელია, რომ ტყვიაზე შემოწმება იმპორტირებული საქონლიდან უნდა დავიწყოთ, ეს კი საბაჟოს თემაა. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ნივთები ტყვიის მაღალი შემცველობით, ოჯახებში აღარ მოხვდეს.

მეორე ნაბიჯი კი ჯანდაცვის სფეროა, რომელმაც იმ ადამიანებს უნდა მიხედოს, რომელთაც პრობლემა უკვე აქვთ. სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შორისაა ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიმართვა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ორსულებში სისხლის ანალიზის კვლევა უფასო გახდეს. ასევე, გადამზადდნენ სამედიცინო სფეროში დასაქმებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g