LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ უკრაინელთა დივერსიები გაგრძელდა”, ოკუპანტები კიევს დაარტყამენ – რუსეთის თავდაცვა

575
image_2022-04-14_081732207

თუ უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებს განახორციელებენ, ისინი უკრაინის დედაქალაქს და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს დაარტყამენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე შეტევისაგან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ უკრაინული მხარე არ შეწყვეტს რუსეთს ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ მნიშვნელოვან წერტილებს, მათ შორის კიევში.

“ვხედავთ დივერსიისა და უკრაინული ძალების მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მცდელობებს. თუ ასეთი დივერსიები გაგრძელდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსეთის არმია ამ დრომდე თავს იკავებდა”, – თქვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი კიევზე სარაკეტო დარტყმების საფუძველს პროვოკაციებით ამზადებს, რადგან უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში რამდენჯერმე უკვე გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმას ელოდებიან.

mazda magti 5g