LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება

56
211026214539-wfp-still-exlarge-169

თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლი აცხადებს, რომლის კომენტარსაც CNN ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლო მონაცემებით, მაგალითად, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარი, ანუ 22.8 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. „ეს იმას ნიშნავს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2% იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად“, – წერს CNN.

ცნობისთვის, მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და ამ რიცხვმა 811 მილიონს მიაღწია.

მსოფლიოში მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა – FAO

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g