ლიონში Lumière-ის 17-ე კინოფესტივალი გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე უამრავ ცნობილ სახეს შორის გამოჩნდა ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი. ამ დღეს 65 წლის ვარსკვლავს გვერდს 30 წლის შეყვარებული, მოდელი, ვალერია ნიკოვი უმშვენებდა.
წყვილი ხელიხელჩაკიდებული პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე. პენს შავი კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ვალერიას კი მუქი ლურჯი ატლასის გრძელი კაბა.
ცნობისთვის, პენი ვალერიასთან საჯაროდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. მან The New York Times-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მხოლოდ ისეთ ურთიერთობას ისურვებდა, რომელიც მას თავისუფლებას შეუნარჩუნებდა.
„მე უბრალოდ თავისუფალი ვარ, თუ ურთიერთობაში ვარ, მაინც თავისუფალი უნდა ვიყო. თუ ასე არ იქნება, მაშინ საერთოდ არ მინდა ვინმე მყავდეს. აღარ მგონია, რომ სიყვარულმა ოდესმე ისევ მატკინოს გული“, – აღნიშნა მან და როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით ახალგაზრდა მოდელთან შესანიშნავად ახერხებს თავისუფლების შენარჩუნებას.
შეუჩერებელი – 64 წლის შონ პენი 30 წლის მოდელს ხვდება – ცეცხლოვანი კოცნა ესპანეთის ქუჩებში



