პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, იაროსლავ კაჩინსკი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს ბოლოს გაკეთებული განცხადებების გამო “ოფთალმოლოგთან ვიზიტს” ურჩევს.
მისი თქმით, თუ უნგრეთი პოზიციას არ შეცვლის, პოლონეთი მათთან არ ითანამშრომლებს.
„შეფასება ცალსახად უარყოფითია. როდესაც ის ამბობს, რომ არ უნახავს, რა მოხდა ბუჩაში, მას უნდა ვურჩიოთ წავიდეს ოფთალმოლოგთან“,- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მტკიცებულებები მოითხოვა, რომ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ნამდვილად დახოცეს მოქალაქეები.
Європейська правда-ს წყაროს ინფორმაციით, ეს ლიდერი უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანია.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.