ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს ლიდერს სურდა ენახა მტკიცებულება, რომ ბუჩას ომის დანაშაულები დადგმული არ იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გერმანული გამოცემის მიხედვით, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის ეს პოლიტიკოსი ევროპელი მთავრობის მეთაური, ზელენსკი მკაფიოდ პასუხობს: „დიახ.“
უკრაინის პრეზიდენტმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.