თუ საქართველო ვერ მოახერხებს ქვეყანაში შემოსული ტურისტების უსაფრთხოების დაცვას, ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე, – ამის შესახებ „ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნატალია კვაჭანტირაძე აცხადებს, რომელიც გამოეხმაურა თბილისში, გუშინ, ტურისტის დაჭრის ფაქტს.
„ქვეყანაში შემოსული ტურისტის უსაფრთხოება უნდა იყოს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის პრიორიტეტი, რათა ჩვენ მაქსიმალურად სწორად მოვახდინოთ პოზიციონირება ამა თუ იმ ქვეყნის მასშტაბით, მარკეტინგული მიმართულებით. თუ ჩვენ ამის უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ, ეს რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი იქნება არასწორად აღქმული ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს”,- განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ.
ცნობისთვის, „ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებმა გუშინ, ხეთაგუროვის ქუჩაზე, ტურისტი დაჭრეს.
