LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი მტრულ პოლიტიკას ახორციელებს, ძალიან ცდება, უკრაინას ძლიერი და შორსმჭვრეტელი ლიდერი აკლია: კადიროვი

269
Untitled design (4)

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა და თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი ამ ქვეყნის მიმართ მტრულ პოლიტიკას ახორციელებს, ძალიან ცდება.

კადიროვმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები “ტელეგრამში” შეაფასა და ვოლოდიმირ ზელენსკის “სიძლიერე და შორსმჭვრეტელობა დაუწუნა”:

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინის დამოუკიდებლობის მიმართ მტრულ პოლიტიკას ახორციელებს, ძალიან ცდება. ქვეყანამ სუვერენიტეტი 2014 წელს დაკარგა, როდესაც ქვეყანაში ძალაუფლება დასავლეთმა და ევროპულმა ინსტიტუტებმა აიღეს და თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს გადასცეს.

ასეთი სცენარები ჩვენთვის ცნობილი იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხმამაღალი ლოზუნგებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკა მაშინ რუსეთის დასუსტებისთვის პლაცდარმი გახდა. ამის შედეგად მივიღეთ სრული ქაოსი და განადგურება, საერთაშორისო ტერორისტების გამოჩენა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან და კატასტროფული ადამიანური დანაკარგები.

მხოლოდ ძლიერმა და შორსმჭვრეტელმა ლიდერმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, რუსეთის გმირმა ახმად კადიროვმა შეძლო ჩვენი გადარჩენა სრული განადგურებისგან.

მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ თავი აგვერიდებინა ომის ხორცსაკეპი მანქანისთვის, რომელიც ბოროტმა ტრანსატლანტიკურმა ხელმა შექმნა.

სწორედ ასეთი ლიდერი აკლია ახლა უკრაინას და გულწრფელად მიკვირს, რომ 44 მილიონიან მოსახლეობას შორის არ არის არც ერთი ღირსეული კანდიდატი, რომელიც არ მისცემს დასავლეთს და ევროპას უფლებას, უკრაინელი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ”, – განაცხადა კადიროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g