LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ვინმე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ“ – გიორგაძე ხვიჩიას

192
გრიგოლ გეგელია და იაგო ხვიჩა

„მტრის წისქვილზე თუ ვინმე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ“, – ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, გრიგოლ გიორგაძემ იაგო ხვიჩიას მის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადების შემდეგ მიმართა:

„თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო უარს ამბობს იარაღის ხელში აღებაზე, ის ალტერნატიულ შრომით სამსახურს გაივლის“ – გიორგაძე თავდაცვის ახალ კოდექსზე

„ბატონო გრიგოლ, მგონი, თქვენ კარგი წამოცდენა გქონდათ, მოხალისეობის სფეროს კრიმინალიზება ხდებაო. მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი დიაგნოზი ამ კოდექსის, რატომაც არის ის მტრის სასარგებლო „თავდაცვის კოდექსი“.

„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში

„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.

მტრის სასარგებლო „თავდაცვის კოდექსია“ იმ ნაწილშიც, ომი რომ დაიწყება, თავდაცვის სამინისტროს მთავარი საქმიანობა საკუთარი მოსახლეობისთვის იარაღის წართმევა რომ ხდება“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

აღნიშნულზე საპასუხოდ კი გიორგაძემ განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსის“ მთელი სულისკვეთებაა, გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა და მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია.

ელისაშვილი: „რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს დროის მოკვლას ასწავლიან“

„ბევრჯერ გაიმეორეთ თქვენ, მათ შორის ტელევიზიებში, მტერს ახსენებთ ხშირად. „თავდაცვის კოდექსს“ მოიხსენიებთ, როგორც ჯარის დამანგრევლად და აქვე უნდა გიპასუხოთ, თუ ვინმე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ და ამ დროს რეალურად დააკლდა ჯარს.

კამპანია, რაც მიმდინარეობს, თქვენი დეზინფორმაცია, ვითომდა იარაღის ჩამორთმევა უნდა მოხდეს ომიანობის დროს და ა.შ.

მიხეილ სარჯველაძე: თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებებით „გირჩის“ არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება

ამ დროს „თავდაცვის კოდექსის“ მთელი სულისკვეთება არის, რომ გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა, მეტი ორგანიზებულობა იყოს და ამისთვის სამართლებრივი საფუძვლები იქმნება. თქვენ აქ ქირქილით ამ ყველაფერს დისკრედიტაციას უკეთებთ.

ყოველ შემთხვევაში, გაქვთ მცდელობა, და ეს მცდელობა რომ მცდელობად დარჩა, კარგად გამოჩნდა, თქვენ რომ შეეცადეთ ახალგაზრდების შეკრებას, რამდენი ახალგაზრდა მოვიდა იმ ისტერიის, დეზინფორმაციის ფონზე. მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას იმისთვის, რომ არ აჰყვნენ დეზინფორმაციას“. – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g