LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ვინმემ რამე იცით გაგვაგებინეთ, ძალიან გთხოვთ” – შსს 15 წლის გოგონას ეძებს

140

მთელი დღეა სოციალურ ქსელში დაკარგული არასრულწლოვანი გოგონას ფოტოები ვრცელდება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გოგონა ორი დღის წინ სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ გაუჩინარდა.

“მეორე დღეა დაკარგულია ჩემი დისშვილი, თიკო (თინათინ) ნიკოლაძე, 15 წლის!!! დილით სკოლაში წავიდა და არ მისულა, მიზეზი არ ვიცით. ეს არის მისი ფოტოები.

გუშინ თითქმის ყველა მის მეგობარს გელაპარაკეთ და დაგამატეთ, თუ ვინმემ რამე იცით გაგვაგებინეთ, ძალიან გთხოვთ!

თიკო თუ ამას ხედავ დარეკე გევედრები ძალიან ცუდად ვართ, არავინ გისაყვედურებს, მხოლოდ შენი გამოჩენა გვინდა. ჩემი ნომერია: 599341424. თუ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ მომწერეთ. სულ რომ თავდაყირა დავდგე მზად ვარ. პოლოცია ეძებს, მაგრამ ეს როგორც ჩანს საკმარისი არაა. მადლობა წინასწარ,” – წერს გოგონას ახლობელი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” დაუდასტურეს, რომ მოზარდის ძებნა 7 მაისს დაიწყო. გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. (ეს სტანდარტული მუხლია, რითაც იწყება გამოძიება.)

“7 მაისს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება 2004 წელს დაბადებული გოგონას გაუჩინარების შესახებ. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 -ე 1 ნაწილით. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-სამძებრო ღონისძიებები,” – განუცხადეს “ფორტუნას” შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g