LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, იცვლის ფერს, ფორმას, სისხლდენას ან მტკივნეულია…“ – რას ამბობს დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა ანგიომაზე

246
ვერიკო აბრალავა

დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში ანგიომას შესახებ ინფორმაციას თავის გამომწერებს უზიარებს.

დერმატოლოგი წერს, რომ ანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანის ზედაპირზე ჩნდება წითელი, იისფერი ან მუქი ლაქის/კვანძის სახით. იგი ვითარდება მცირე სისხლძარღვების გაფართოებისა და გადაჭარბებული ზრდის შედეგად.

სპეციალისტი მკურნალობის მეთოდების შესახებ საუბრობს:

„ყველაზე გავრცელებული ტიპები:

ჩერი ანგიომა (Cherry angioma) – პატარა, მრგვალი, მკვეთრად წითელი კვანძი; ხშირად ჩნდება ტანზე და ასაკთან ერთად მატულობს.
ობობისებრი ანგიომა (Spider angioma) – ცენტრალური წერტილი და მისგან გამოსული თხელი „სხივები“; ხშირად სახეზე ან კისერზე.
კაპილარული ჰემანგიომა – უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ შესაძლოა მოზრდილებშიც გამოვლინდეს.

რატომ ჩნდება?

ანგიომების ზუსტი მიზეზი ყოველთვის ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს:

ასაკობრივი ცვლილებები
გენეტიკური წინასწარგანწყობა
ჰორმონალური ცვლილებები
ღვიძლის გარკვეული პათოლოგიები (განსაკუთრებით ობობისებრი ანგიომების შემთხვევაში)

როდის არის საჭირო კონსულტაცია?

ანგიომა უმეტესად უვნებელია და მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია, თუ:
წარმონაქმნი სწრაფად იზრდება
იცვლის ფერს ან ფორმას
სისხლდენას ან მტკივნეულია
ჩნდება მრავლობითად მოკლე პერიოდში

მკურნალობის მეთოდები:

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოცილება:
ლაზერული თერაპიით
ელექტროკოაგულაციით
კრიოთერაპიით
პროცედურები, როგორც წესი, მარტივი და უსაფრთხოა, ტარდება ამბულატორიულად“, – წერს ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში.

🔴ანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, რომელიც კანის ზედაპირზე ჩნდება წითელი, იისფერი ან მუქი…

Posted by Dermatologist Veriko Abralava/დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა on სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g