LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ზელენსკი შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მას კაპიტულაციაზე ხელმოწერა მოუწევს: ლუკაშენკო

378
11

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მას მოუწევს ხელი დანებების აქტს მოაწეროს.

კაპიტულაციის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთი იაპონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

“რუსეთი უკრაინას სთავაზობს შეთანხმების აბსოლუტურად მისაღებ ვარიანტს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთთან მოილაპარაკოს და ზელენსკიმ პუტინთან ერთად ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.

თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დადებს სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან, დამიჯერეთ, მას მოკლე დროში მოუწევს ხელი მოაწეროს ჩაბარების აქტს. რუსეთი ამ ომში არ წააგებს. ამაში თქვენც 100%-ით ხართ დარწმუნებული”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  თუ უკრაინა მათ წინააღმდეგ ვითარების ესკალაციას გააგრძელებს, მინსკს საპასუხო რეაქცია ექნება:

“თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროვოცირებას, ჩვენ იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ. მაგრამ მე, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ არ მოგვიწევს უკრაინასთან ბრძოლა”, – თქვა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები