LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ზღვაში ბანაობთ, პირბადის ტარებას ალბათ არავინ მოგთხოვთ: გამყრელიძე

111
1581260258-ამირანგამყრელიძე1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცენტრი გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ რეკომენდაციებს დაამუშავებს.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იმ სივრცეებში, სადაც ადამიანები მასობრივად იკრიბებიან, მათ, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გამოიყენონ.

მისივე თქმით, ზღვაზე ბანაობის დროს, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოითხოვს, თუმცა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბულვარი, მოქალაქეებს პირბადე უნდა ეკეთოთ.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ. გასაგებია, რომ სოფელში, ტყეში მარტო თუ ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანების მასობრივი შეკრებაა, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა იხმაროთ. თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბათუმში ბულვარში თუ დადიხართ ან კიდევ ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ.” – თქვა გამყრელიძემ.

magti 5g