მუსიკოსი გია ბაღაშვილი ოთხ ქალიშვილთან ერთად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას, „ღამის შოუს“ სტუმრობდა.
ბაღაშვილების ოჯახმა გადაცემაში იმღერეს და საინტერესო ოჯახური ისტორიებიც გაიხსენეს. გია ბაღაშვილმა ერთ-ერთ ქალიშვილთან, ანასტასიასთან დაკავშირებული ემოციური ამბავიც მოყვა:
„მამისთვის ყველაზე საყვარელი ფრაზა ყველას აქვს ნათქვამი… მაშინ ანასტასია ორწლინახევრის იყო, ზაფხულობით საგურამოში ვართ ხოლმე, იმ დროს საგურამოში არ ვიყავი და საღამოს უნდა დავბრუნებულიყავი.
ანასტასია წაიქცა, დაიწყო ტირილი, არ ჩერდება, ჩემები ამშვიდებენ, არადა ისეთი არაფერი დასშავებია, ჩემებმა რომ ჰკითხეს, რატომ ტირიო და უპასუხა: „ტუჩი დავარტყი და მამიკო რომ მოვა, ვერ ვაკოცებო“, ასეთი გოგოა ანასტასია“, – იხსენებს გია ბაღაშვილი.