“არის ჯგუფი, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობა” და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. მათთან შეთანხმების რესურსი არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არსებობს,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი “ნაციონალური მოძრაობა” ნახავს, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ პარლამენტში შესვლა მოუწევთ.
“რაც შეეხება მოლაპარაკების რესურსს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომლებსაც ეს რესურსი საერთოდ არ ჰქონიათ. ვინაიდან მათთვის პირიქით, მიუღებელია შეთანხმება, რადგან ეს მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მათი დღის წესრიგია არეულობის შექმნა ქვეყანაში და თუ შეთანხმება მოხდება, ამით არეულობას ვეღარ შეძლებენ.
არის ჯგუფი, კერძოდ “ნაციონალური მოძრაობა” და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. მათთან შეთანხმების რესურსი არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არსებობს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.
