LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუკი რამ მისწავლია ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მგონია…უწინ გვესირცხვილებოდა” – გორგილაძე

156
დათო გორგილაძე

მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რაიმეს არ ცოდნის აღიარება შეგვეძლოს.

მისივე თქმით, უწინ რაიმეს არ ცოდნა ყველას ესირცხვილებოდა და სხვებსაც დასცინოდნენ.

“თუკი რამ მისწავლია ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მგონია: არ მომერიდოს თქმა, რომ რაღაც არ ვიცი.
უწინ მესირცხვილებოდა.
ყველას გვესირცხვილებოდა.
სხვებსაც დავცინოდით. მეც, მათ შორის.
ალბათ იმიტომ, რომ ჩაგვძახოდნენ ყველაფერი უნდა იცოდეო.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ სირცხვილი არ არის, თუ არ იცი ვინაა დღევანდელი ნობელიანტი ანი ერნო.
სირცხვილია, როცა ამ არცოდნას ირონიაში, აგრესიასა და, მაგალითად, ამ ავტორის დაცინვაში გადაახურდავებ.
არც მე წამიკითხავს ანი ერნო და რა ვქნა ახლა, ამის გამო ვაგინო?!”, – წერს გორგილაძე.


ამავე თემაზე:

ვიდეო: რით გააღიზიანა ქეთათო დათო გორგილაძემ: „შენ ის არ ხარ, ჩემზე რომ ღადაობდი?“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ ამ ბავშვის ცრემლების გამო ვუსურვებ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ნელ და სინანულით სავსე სიკვდილს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g