LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუნდაც ერთ ისეთ მეგობარს გისურვებთ, თქვენს საძებნელად რომ ყველგან წავა და თქვენს თავს არავის დააჩაგვრინებს“

811
lasha shakulashvili

ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში იმ პრობლემაზე წერს, რომელიც, მისი აზრით, თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი მთავარია. ადამიანებს, მისი აზრით, აღარ ჰყავთ მეგობრები, ადამიანებმა აღარ იციან მეგობრობა.

გთავაზობთ მის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა:

„არა, მე ვერაფერს ვიტყვი ახალს ამ ტრაგედიებზე, მაგრამ ერთი აზრი არ მასვენებს და მინდა სოცქსელშიც დავწერო.

ბოლო პერიოდში მომხდარ ტრაგედიებში ერთი საერთო ტრაგედია იკვეთება – ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები, რადგან ადამიანებმა აღარ იციან მეგობრობა. “პონტის” სასტავების, მუდმივი “ვიგოდნიკობის”, ემოციურად გაკოტრებული “ნეთვორქინგის” და პირფერობის ახალი დაწყევლილი წრე იკვრება ჩვენი საზოგადოების გარშემო.

დისკუსიაში შემოსვლა არ მინდა, უბრალოდ, საკუთარ აზრს ვწერ. ნამდვილ და გულწრფელ ურთიერთობებს გისურვებთ, თუნდაც ერთს, მაგრამ თქვენს საძებნელად რომ ყველგან წავა და თქვენს თავს არავის დააჩაგვრინებს – ისეთს. გასკდა გული!

როგორც შოთა იტყოდა – ღმერთიც კი არ გვწირავს ისე როგორც ადამიანი გაწირავს მეორე ადამიანს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები